loading...

ბაზრის წინ იდგა.მხრებზე ძონძები გადაეკიდა და ისე ყიდდა.ხან ერთი ტანსაცმელი ჩამოუვარდებოდა,ხან მეორე.დაიხრებოდა,აიღებდა,ისევ ჩამოუვარდებოდა და ასე წვალობდა.ეგრევე მიიქცია ჩემი ყურადღება.მივედი და ვკითხე:ჯერ ხო არ მიდიხარ ბებოთქო.მითხრა,მალე წავალო.დაღვრემილი იყო,ვერაფერი გაყიდა.ვუთხარი,ცოტა ხანი არ წახვიდე,რაღაცეებს მოგიტანმეთქი.

 

loading...

გავიქეცი მაღაციაში,პროდუქტები ჩავაწყვე და სავსე პარკებით მივადექი ბებოს.მერე ტაქსში ჩავაჯინე და სახლში გავუშვი.ჭომაში ცხოვრობს.ფოტოს გადაღებაზე ძლივს დავითანხმე,ძალიან შერცხვა და მოერიდა.თვითონ კი საეკლესიო კალენდარი მაჩუქა.მას მერე თვეზე მეტი გავიდა.ის ბებო მეტად არ მინახავს.

ალბათ საკვები გამოიზოგა და იმყოფინა.გული მიკვდება,ამ ხალხს ასეთ მდგომარეობაში რო ვხედავ.ნუთუ არ შეიძლება,ამ ქვეყანაში მოხუცს ნორმალური სიბერე ქონდეს,საჭმელი,პენსია საკმარისი,წვიმაში და სიცივეში არ უწევდეს ქუჩაში დგომა და წვალება.ყველას ვალია გვახსოვდეს,მათზე ზრუნვა და სიყვარული.

უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მათ.ოდესღაც ჩვენც ვიქნებით მოხუცები და მივხვდებით,რა ძნელია სიბერე.თუ სადმე დაინახავთ ასეთ ადამიანებს,დახმარების ხელი გაუწოდეთ,მოეფერეთ.ეს მათ ძალიან ჭირდებათ,რადგან ყველაზე დაჩაგრულები არიან ამ ქვეყანაში.მე კი,ისევ ვაპირებ იმ ბებოს დახმარებას.იმ იმედით,რომ გავიგებ მისამართს და სავსე გულით და ხელებით ვესტუმრები სახლში

დავით გვაზავა

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here