პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში იმ წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საქართველომ COVID-19-თან ბრძოლაში მიაღწია.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

 

„დადგება მომენტი როდესაც მეცნიერები დადებენ დასკვნას, რამ გადაარჩინა საქართველო. თქვენ იცით რომ ყველაზე ნაკლები ინფიცირებული გვყავს, ყველაზე ნაკლები ლეტალური შემთხვევა და იმედი მაქვს, ეს ბოლომდე ასე იქნება. ასევე გვყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს წარმატებას კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ და ეს ძალიან მახარებს. რისკი, საშიშროება, განმეორება შესაძლებელია იყოს, მაგრამ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ შევძელით, რომ ეს ვირუსი ამ ეტაპამდე დაგვეძლია.

აქედან გამომდინარე, მართალია ეპიდემიოლოგები მეორე ტალღას გვიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ ვირუსი იმ მოცულობით და იმ მასშტაბით, როგორც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here