loading...

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ორი დღეა ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე გავრცელდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიორგი შაქარაშვილის სამაშველო ოპერაციაში 60 მაშველი და 6 მყვინთავია ჩართული.

loading...

 

„19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი“, – აცხადებენ უწყებაში.

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here