ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, ასევე სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიების, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში,

ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დროული, პრევენციული ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული შემთხვევების გავრცელება ქვეყანაში. ძალზედ ეფექტური იყო საკარანტინე ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომელმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here