Loading...

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ავარიის დროს დაღუპულ და-ძმაზე მათი  და მზიკო ბალახაშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

„და-ძმა ერთ დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო. მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი, დავიღუპეეეე დედა… ცოცხალს მაინც ჩამოგისწროდეეე, ჩემო დედიკო“ – წერს გარდაცვლილი და-ძმის და მზიკო ბალახაშვილი Facebook გვერდზე.

Loading...

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა და ამ დრომდე მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Loading...